ხერსონის გუბერნატორი - 35 დასახლებაა დატბორილი, 3 763 სახლი კი წყლის ქვეშაა

ხერსონის გუბერნატორი - 35 დასახლებაა დატბორილი, 3 763 სახლი კი წყლის ქვეშაა

ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე 35 დასახლებული პუნქტი დატბორილია, მარცხნივ - მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

მისივე თქმით, წყლის საშუალო დონემ 9 ივნისის საღამოდან 31 სანტიმეტრით დაიკლო და ამ დროისთვის 4,72 მეტრს შეადგენს.

"მარჯვენა სანაპიროზე დაიტბორა 35 დასახლება, 3 763 სახლი წყლის ქვეშაა. ყველაზე მეტად დაიტბორა ხერსონი, ბელოზერკა და ზიმოვნიკი", - განაცხადა პროკუდინმა.

ხერსონის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე კატასტროფის დაწყების შემდეგ იქ წყლის დონემ 6 მეტრითა და 25 სანტიმეტრით დაიკლო.

პროკუდინმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია თითქმის 1.5 ათასი ადამიანი და 345 ერთეული ტექნიკა.

"გუშინ 248 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა უსაფრთხო ზონებში. მთლიანობაში, მოხალისეებმა, მაშველებმა და პოლიციამ წყლის ხაფანგიდან 2 588 ადამიანი ამოიყვანეს", - განაცხადა პროკუდინმა.

ამასთან, ხერსონის გუბერნატორმა ხაზი გაუსვა, რომ მდგომარეობა კრიტიკულია მარცხენა სანაპიროზე, სადაც წყლის დონის შემცირების ინტენსივობამ იკლო. ამასთან, მისი თქმით, რუსი ოკუპანტები არა მხოლოდ არ ჩქარობენ ხალხის დახმარებას, არამედ „დახვრეტით ემუქრებიან ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც თანამემამულეების გადარჩენას ჩქარობენ“.