გაერთიანებული სამეფო უკრაინელ ლტოლვილებს 150 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პირობა დადო, რომ უკრაინელ ლტოლვილებს სახლების დაქირავებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს (188 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ახალი დაფინანსება გადაეცემა ადგილობრივ საკრებულოებს, რათა დაეხმაროს უკრაინელ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების დაქირავებაში და სამუშაოს პოვნაში.

„გაერთიანებულ სამეფოს აქვს საპატიო ტრადიცია შესთავაზოს თავშესაფარი მათ, ვინც ომის საშინელებას გამოექცა. სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ომი მალე დამთავრების ნიშანს არ აჩვენებს, ამიტომ მოვუწოდებთ, რომ მეტი ადამიანი გახდეს მასპინძელი, ხოლო საკრებულოებს უზრუნველვყოფთ დამატებითი დაფინანსებით, რათა მხარი დაუჭირონ სტუმრების გრძელვადიან განსახლებას“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს განსახლების მინისტრმა, ფელისიტი ბუჩენმა.

2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, უკრაინიდან გაერთიანებულ სამეფოს 124 000-ზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა