ოლექსი დანილოვი - ყირიმი ვერ განვითარდება, სანამ ახალი კაშხალი არ აშენდება, რომ ყველაფერი აღდგეს, მაგრამ ის უკვე ნამდვილად იქნება უკრაინული ყირიმი

რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას , - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა.

„ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება შესაძლებელი გახდება მხოლოდ უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს არ სჭირდება ყირიმის მოსახლეობა.

"ჯერ გასული წლის დეკემბერ-ნოემბერში ვწერდით ამის შესახებ, რომ რუსებს არ სჭირდებათ ყირიმის მოსახლეობა, და ისინი ადრე თუ გვიან მიიღებენ გადაწყვეტილებას კაშხალის აფეთქების შესახებ და მაშინ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

მისივე თქმით, ყირიმი იქნება უკრაინული.

"ცოტა ხანში ყირიმის განვითარებისთვის უდიდესი პრობლემა გახდება სასმელი წყლის არსებობა. ეს 3-5-7 წლით შეაფერხებს ნახევარკუნძულის განვითარებას, სანამ არ აშენდება ახალი კაშხალი იმისთვის, რომ ყველაფერი აღდგეს. მაგრამ, ის უკვე ნამდვილად იქნება ჩვენი მშობლიური უკრაინული ყირიმი", — განაცხადა დანილოვმა.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით