უკრაინის გენშტაბი - უკრაინაში 215 640 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული, მათ შორის 980 გასულ დღე-ღამეში

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან 2023 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 215 640 რუსი ჯარისკაცის განადგურება შეძლეს, მათ შორის 980 სამხედრო მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ჯარის 3926 ტანკი (+17), 7631 ჯავშანტექნიკა (+24), 3736 საარტილერიო დანადგარი (+19), 601 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (+1), 362 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 314 თვითმფრინავი, 299 ვერტმფრენი, 3300 უპილოტო საფრენი აპარატი (+37), 1183 ფრთოსანი რაკეტა (+7), 18 საბრძოლო ხომალდი/კატერი, 6461 ავტომანქანა (+33), 509 სპეცტექნიკა (+2).

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება