მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინამ უნდა იცოდეს, თუ როდის გახდება ნატოს წევრი ქვეყანა - გამოგონილი ფორმულების გარეშე

ომი, რომელსაც დღეს განიცდის უკრაინა, მკაფიოდ სვამს კითხვებს უსაფრთხოების გლობალურ სისტემასა და გლობალური პოლიტიკის წინაშე. იმისთვის, რომ მსგავსი კონფლიქტებს ადგილი არ ჰქონდეს მომავალშიც, აუცილებელია გარკვეული ხისტი გადაწყვეტილებების მიღება , - ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკმა გაეროც გააკრიტიკა და აღნიშნა, მსგავსი ინსტიტუტები „პიარ-მოედნებია“ და საჭიროა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა რუსეთი.

“პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორც არის გაერო, არ მუშაობენ, ისინი არ არიან განკუთვნილები ფუნდამენტური კონფლიქტების მოგვარებისთვის, რისთვისაც შეიქმნა. ეს უფრო არის პიარ-მოედნები, რომლებიც უფრო პროპაგანდისტული თემების მოდერაციას ახორციელებენ, საჭირო არიან ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია. დღეს რუსეთი, რა თქმა უნდა, გაეროს იყენებს გენოციდური ომის კონცეფციის წინ წაწევისთვის“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება.

“ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე და მკაფიოა. აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება, რომელშიც არის ქვეყანა ევროპაში - უკრაინა, რომელსაც გააჩნია დიდ ომებში მონაწილეობის ყველაზე დიდი გამოცდილება. გარდა ამისა, დე ფაქტო უკრაინა უკვე გადავიდა ნატოს სტანდარტებზე, შეიარაღების, სწავლების, მართვის სისტემის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საჭიროა უბრალოდ ამის დაფიქსირება. არ არის საჭირო პოლიტიკური მომიზეზება. სინამდვილეში, ეს იმ გადადებული გადაწყვეტილების ტოლფასია, რომელიც ახდენს რუსეთისნაირი მოუმწიფებელი რეჟიმების პროვოცირებას უფრო აგრესიულ გლობალურ ქცევაზე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

მისივე თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ეს აქცენტები მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის