დონალდ ტრამპი - ბრალდება არის უაზრო და უსაფუძვლო

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური ბრალდების წაყენების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტი და პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიაში დაადანაშაულა, რომელიც „თეთრ სახლში მის არდაშვებას“ ეხება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების ორგანიზატორია აშშ-ს პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი.

მისივე თქმით, ამის მიზეზია მისი სახით მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ჩამოშორება და ასევე, ჯო ბაიდენის ვაჟიშვილის წინააღმდეგ კონგრესში დაწყებული გამოძიებისგან ყურადღების გადატანა.

„ბრალდება არის უაზრო და უსაფუძვლო, და ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მაგალითად შევა“, - განაცხადა ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელების ყრილობაზე ტრამპმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა