„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი, პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის წევრები გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი, პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის წევრები ქალაქ გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ ახალი პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „თაობები საქართველოსთვის“ არის განსხვავებული, თავისუფალი პარტია, რომლის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია თაობების ერთობა და თაობათა გაერთიანება.

პარტიის თავმჯდომარის, შოთა შალელაშვილის თქმით, „თაობები საქართველოსთვის“ არის სახალხო პარტია, რომელშიც ყველას აზრი საინტერესო, განსახილველი და მისაღებია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოკავშირე ქართული საზოგადოებაა და სწორედ საზოგადოებასთან ერთად გეგმავენ სამოქმედო გეგმისა და პროგრამის შემუშავებას.

„ჩვენი მოკავშირე, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხია, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და ასეთი შეხვედრების მიზანიც ესაა. ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ღირებულებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები გვაქვს, რიგ საკითხებთან მიმართებით.

პარტიის ყრილობაზე, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ავირჩიეთ და ეს მოხდა გამიზნულად, რადგან ჩვენ თანამოაზრეებს ვეძებთ ყველგან, ყველა ქალაქსა, თუ სოფელში. აქვე, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ აქტიურად შემოგვიერთდებიან თანამემამულეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, - განაცხადა შალელაშვილმა.

როგორც პარტიაში განმარტავენ, მომდევნო შეხვედრა 14 ივნისს, ქალაქ თელავში გაიმართება. მათივე ცნობით, მპგ „თაობები საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს ელოდებიან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს