შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შშმ პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა, შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინა ხატისკაცმა გახსნეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციასა და მის განხილვას ისახავდა.

„სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებმა გეგმით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოდგინეს.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან (NCCE) თანამშრომლობით ჩატარდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ