აფხაზეთსა და რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რომელიც მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლობაზეა დაფუძნებული, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში წერს.
მისი თქმით, „რუსეთის ისტორიის დიდებული გვერდები მის თითოეულ მცხოვრებს სიამაყისა და პატრიოტიზმის მრავალ მიზეზს აძლევს“.
„აფხაზეთსა და რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლობაზე. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები მოკავშირეობის საუკეთესო სულისკვეთებით განვითარებას განაგრძობს ", - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის მილოცვაში.