დიმიტრი მედვედევის თანაშემწე - მედვედევი თვლის, რომ კიევი რუსული ქალაქია - არ გავჩერდებით, ვიდრე არ დავიბრუნებთ

დიმიტრი მედვედევი თვლის, რომ კიევი ჩვენი პირდაპირი მიზანია. ის რუსული ქალაქია და სახლში დაბრუნდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ, ოლეგ ოსიპოვმა განაცხადა, როდესაც მან „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე გააკეთა კომენტარი, რომელზედაც ასახულია კიევის მაიდანზე აფრიალებული რუსული დროშა და წარწერა: „დამოუკიდებლობის მოედანი. მალე - რუსეთის მოედანი“.

„დიმიტრი მედვედევი თვლის, რომ კიევი ჩვენი პირდაპირი მიზანია. ის რუსული ქალაქია და სახლში დაბრუნდება. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ დავიბრუნებთ. გილოცავთ დღესასწაულს!" - ციტირებს მედვედევს მისი თანაშემწე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა