უკრაინა Patriot-ის კიდევ ხუთ ბატარეას მიიღებს

Raytheon Technologies 2024 წლის ბოლომდე უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის კიდევ 5 ბატარეის წარმოებას გეგმავს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ ჰეისმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ Raytheon Technologies წარმოებას წელიწადში Patriot-ის 12 ბატარეამდე გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინას ამჟამად მხოლოდ ორი ასეთი ბატარეა აქვს, რომელიც ქვეყანას ნიდერლანდებმა და შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა. თითოეული მათგანი შედგება რვა გამშვებისა და სხვა საჭირო აღჭურვილობისგან.

ჰეისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Patriot-ის სარაკეტო სისტემები ეფექტურად მუშაობს და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებთან ერთად რუსული სამიზნეების თითქმის 90%-ის განადგურება შეძლო.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს