მედია - გერმანიის მთავრობას უკრაინაში Leopard-ის ტანკების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ აქვს

გერმანიის მთავრობას უკრაინაში Leopard-ის ტანკების განადგურების შესახებ მონაცემები არ მიუღია, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ. ასევე, უწყებაში არ აკეთებენ კომენტარს დამატებითი ტანკების მიწოდების პერსპექტივაზე, რათა ჩაანაცვლონ განადგურებული ტანკები, ან ისინი, რომლებიც შეიძლება განადგურდეს.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათმა ძალებმა Leopard-ის ტიპის მინიმუმ 8 ტანკი გაანადგურეს, რომელსაც უკრაინის არმია იყენებდა.

Bild-ი წერს, რომ გერმანიის მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ნათელი გახდება, როდესაც კანცლერი ოლაფ შოლცი 14 ივნისს გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიას წარადგენს. მოსალოდნელია, რომ შოლცის გარდა, ასევე ისაუბრებენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი, თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით