ბატალიონ "ახმატმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმთან პირველი კონტრაქტი გააფორმა და იმედს გამოთქვამს, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება „ვაგნერისთვისაც“.

მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე ყველა არასახელმწიფო სამხედრო ფორმირება, მათ შორის „ვაგნერიც“, ვალდებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმოს.

შესაბამის ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შოიგუმ ხელი 10 ივნისს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ეს "ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შემადგენლობაში მოხალისეთა რაზმების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისთვის“ კეთდება, მაგრამ ექსპერტთა აზრით, გადაწყვეტილება შეიცავს „ვაგნერის“ კონტროლის ქვეშ აყვანის მცდელობას.

„ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით კი, მისი კომპანია არ აპირებს არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

ასევე ექსპერტთა აზრით, „ახმატთან“ შეთანხმების დადებით, უწყებამ აჩვენა, რომ სხვა ფორმირებები სერგეი შოიგუს ბრძანებას ასრულებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის