"ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა მედიცინის ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა

"ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ზარგინავამ 10 ივნისს მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა დეპარტამენტების სამომავლო გეგმების განხილვას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას და მხარდაჭერას.

„შეხვედრაზე ხელმძღვანელებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან, სიტყვით მიმართა „ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა და ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნათია ჯოჯუამ და "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებულმა პროფესორმა და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ.

შეხვედრაზე ხელმძღვანელებს "ევროპის უნივერსიტეტის" ასისტენტმა და მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელმა ეკატერინე კოხრეიძემ, Horizon Europe-ის მიმდინარე და სამომავლო საგრანტო პროექტებზე, ხოლო სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელმა გვანცა ჯიჩოშვილმა სამეცნიერო ბაზებისა და ჟურნალების შესახებ გააცნო ინფორმაცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება