რუსებმა კრივი-რიჰში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაშავებულები

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსებმა ხარკოვზე იერიში Shahed-ის დრონებით მიიტანეს. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამასთან, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ირგვლივ ყველა სამიზნე განადგურდა. რუსებმა X-101/555 ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს, რომელიც კასპიის ზღვის ტერიტორიიდან Ту-95МС ბომბდამშენებიდან ისროლეს.

„კიევის ირგვლივ მდებარე საჰაერო სივრცეში მტრის კუთვნილი ყველა სამიზნე იქნა აღმოჩენილი და წარმატებით განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით“, - ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, რუსებმა კრივი-რიჰში რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს დაარტყეს, მათ შორის ხუთსართულიან შენობას.

კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. არიან დაშავებულები, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება