ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უკრაინის კონტრშეტევის საბოლოო მიზანი ყველა ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის დაბრუნებაა

უკრაინის კონტრშეტევის საბოლოო მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის დაბრუნებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, იგორ ჟოვკვამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კონტრშეტევითი მოქმედებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ მიზნების მიღწევას შესაძლოა მრავალი თვე დასჭირდეს.

იგორ ჟოვკვამ ასევე განაცხადა, რომ ეს უკრაინის არმიის პირველი კონტრშეტევა არ არის და მანამდე მათ ოკუპანტები გააძევეს ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებიდან.

„მიმდინარე შეტევა ალბათ არ იქნება ბოლო კონტრშეტევა,“- განაცხადა იგორ ჟოვკვამ და დასძინა, რომ უკრაინას წარმატების მისაღწევად მეტი არტილერია და საბრძოლო მასალა სჭირდება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება