ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს, შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 325 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს“, - წერს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი „ტვიტერზე“.
მისი წყაროს ცნობით, დახმარების პაკეტში შედის Stryker-ის ჯავშანტექნიკა და Bradley-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები. უკრაინა ასევე მიიღებს საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.