უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მარინკასთან მტრის 14 შეტევა მოიგერიეს

უკრაინელმა დამცველებმა მარინკას მახლობლად რუსეთის 14 შეტევა მოიგერიეს. ჯამში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 26 შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მთლიანად ოკუპაციის მცდელობებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორზე 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე იერიში „კალიბრის“ ტიპის საზღვაო ბაზირების 2 ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს.

„გარდა ამისა, მტერმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 36 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 47-ჯერ დაბომბეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 4 დარტყმა კი მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაყენა.

უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს მოწინააღმდეგის კუთვნილი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი და „ორლან-10“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი.

„გასული დღის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის მართვის 3 პუნქტს, 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, მტრის პირადი შემადგენლობის დისლოკაციის ადგილს და 3 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის