ედგარს რინკევიჩი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებას არა უნგრეთი, არამედ ბევრი ქვეყნის პოზიციის გაურკვევლობა წარმოადგენს

ლატვიის არჩეული პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოს-კენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება არა უნგრეთი, არამედ ქვეყნების უფრო ფართო წრის პოზიციის გაურკვევლობაა.

„მიზეზი არის ის, რომ ამჟამად ნატო-ს წევრი ქვეყნების ბევრ დედაქალაქში, არ არის საკმარისად მკაფიო გაგება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ სიტუაციაში, როდესაც ომში მყოფი სახელმწიფო უერთდება ალიანსს და რას ნიშნავს ეს მე-5 მუხლის კონტექსტში. პირდაპირ ვიტყვი: ეს არის მთავარი კითხვა და ეს არის კითხვა, რომელზეც ბევრ წევრ ქვეყანას პასუხის გაცემა არ შეუძლია. სანამ არ ექნებათ ეს პასუხი საკუთარი თავისთვის, ისინი ვერ შეძლებენ პასუხის გაცემას ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად, მაგიდასთან“, - აღნიშნა რინკევიჩმა.

მისი თქმით, თუ ეს პოზიცია ჩამოყალიბდა, მაშინ ოფიციალური ბუდაპეშტის აზრიც კი იქნება დაბრკოლება.

„მჯერა, რომ როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღების საბოლოო პროცესს შეეხება, ყველა მოკავშირე, გამონაკლისის გარეშე, დათანხმდება, მაგრამ ახლა ეს საკვანძო საკითხი დაბრკოლებაა. ქვეყანა ომშია. არის ნატო-ს მე-5 მუხლი და ახლა არა ერთი და ორი, არამედ ბევრი სახელმწიფო ცდილობს გაიგოს, რას ნიშნავს ეს ალიანსისთვის. ბევრ დედაქალაქში ჯერ კიდევ არ არსებობს კარგი პასუხი ამ კითხვაზე და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ“, - დასძინა მან.

რინკევიჩის თქმით, ლატვია უკრაინის მომავალს ნატო-ში ხედავს და თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა