ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი „დაჟინებული მოთხოვნა“ იყო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსის ტერიტორიაზე მისი მოთხოვნა იყო.

მისივე თქმით, ეს მისი თხოვნა და „დაჟინებული მოთხოვნა“ იყო ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„მე ვთვლი, რომ ასეთი იარაღის მქონე ქვეყანასთან ომი არავის მოუნდება. ღმერთმა არ ქნას, რომ მე მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით 21-ე საუკუნეში, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება აგრესია, ჩემი მხრიდან არანაირი ყოყმანი არ იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოწოდება ბელარუსისთვის განხორციელდება 7-8 ივლისის შემდეგ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება