საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ბიზნესტექნოლოგიების და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტები, ასევე, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - თამთა ფეტვიაშვილი, აპოსტილის და ლეგალიზაციის სამსახური უფროსი - დავით გაბუნია და დისტანციური მომსახურების სამსახურის უფროსი - მარიამ კასაბური.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის თქმით, შეხვედრაზე, რომლის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, სიახლეებისა და სხვადასხვა სერვისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს დამსაქმებელი და სტუდენტი ერთმანეთს შეახვედროს, რათა ეს გახდეს მომავალი თანამშრომლობის საფუძველი. ამჯერად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტების ახალ ნაკადს უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სტუდენტების დაინტერესება დიდია, მით უფრო, რომ სააგენტოში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან დასაქმებული და მსგავსი შეხვედრები, სწორედ დასაქმების წინაპირობაა“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამთა ფეტვიაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს ელექტრონულ სერვისებზე - დისტანციური სერვისები, კვალიფიციური სანდო მომსახურებები და ელექტრონული აპოსტილი, რომელთა გამოყენება ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას. შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება