ნოტინგემში სამი ადამიანი სხვადასხვა ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ნოტინგემის ცენტრში სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ორი ადამიანი ილკესტონის გზაზე, ერთი კი მაგდალას გზაზე აღმოაჩინეს. ამასთან, კიდევ ერთი ინციდენტი მილტონის ქუჩაზე მოხდა, სადაც ფურგონის მძღოლი სამ ადამიანს დაეჯახა. მათ სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

არსებული ინფორმაციით, სამივე ინციდენტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი.

BBC-ის ინფორმაციით, თვითმხილველმა განაცხადა, რომ ილკესტონის გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებს.

ქალაქში რამდენიმე გზა დაკეტილია და შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. შემთხვევის ადგილებზე სამართალდამცავები მუშაობენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს