ალან გაგლოევი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ე. წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ეკონომიკური განვითარების ვიცე პრემიერ-მინისტრი ძამბოლატ თადტაევი, რუსეთში ე.წ. ელჩი ზნაურ გასიევი და სავაჭრო წარმომადგენელი თაიმურაზ გოგინოვი.

„ფორუმის ფარგლებში შედგება რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთან რიგი შეთანხმებების ხელმოწერა სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და სოციალურ-კულტურულ სფეროში ", - ნათქვამია ე. წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ალან გაგლოევი ასევე მიიღებს მონაწილეობას ფორუმის პლენარულ სხდომაში, სადაც შეხვდება ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება