მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ყველა სფეროში განვავითაროთ ურთიერთობები, რომელიც „შუშის დეკლარაციით“ ალიანსის დონეზე ავიყვანეთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მზად ვართ, გავხსნათ ჩვენი გენერალური საკონსულო შუშაში. თუ შუშაში ჩვენი გენერალური საკონსულო გაიხსნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შუშას 2021 წლის 15 ივნისს ეწვია, მას შედეგ რაც აზერბაიჯანმა, ყარაბაღის ომის შედეგად ქალაქზე კონტროლი მოიპოვა. ვიზიტის დროს ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა გააფორმეს თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება, “შუშის დეკლარაცია”, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს.