კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 11-მდე, დაშავებულების კი 28-მდე გაიზარდა

კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 11-მდე, დაშავებულების კი 28-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. კრივი-რიჰში 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამასთან, დნეპროპეტროვსკის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა