ხობის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს

ხობის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდა – ინდირა და ლიზი ზარანდიები ემსხვერპლა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება