მედია - კახოვკას ჰესის განადგურების გამო შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა , - ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სინჯებმა აჩვენა, რომ ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ შემცირდა.

ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაშხლის განადგურების გამო ზღვაში მტკნარი წყალი შევიდა.

”დნიპროში წყლის ყოველწლიური ნაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრს შეადგენს და ახლა კი უეცრად პლუს 10 - ერთ კვირაში“, - განაცხადა მან.

მანამდე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის გამტკნარება ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების აყვავების საფრთხეს ქმნის, რომლებიც თრგუნავენ წყალსაცავის ბუნებრივ ფლორას. ასევე, კაშხლის განადგურების გამო, კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შეიძლება ზღვაში შევიდეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის