რუმინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა

დღეს, პრემიერის თანამდებობის როტაციის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მმართველი კოალიციის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი მარჩელ ჩოლაკუ დანიშნა.

2021 წლის მიწურულს მემარცხენე სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე ცენტრისტულმა ლიბერალებმა, ეთნიკურ უნგრულ პარტია UDMR-თან ერთად, დიდი კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს და შეთანხმდნენ, რომ ორი ძირითადი პარტია მოახდენდა პრემიერ-მინისტრების როტაციას.

12 ივნისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ლიბერალი ნიკოლაე ჩუკე გადადგა.

„ის, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ პრემიერ-მინისტრების როტაციისთვის, მოწმობს მმართველი კოალიციის ჩართულობის და სერიოზულობის ახალ დონეზე. რუმინელ ხალხს შევპირდით სტაბილურობა და ის იღებს ამ სტაბილურობას ", – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ დაადასტურა, რომ ახალ მთავრობას პარლამენტი 15 ივნისს დაამტკიცებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება