ანონსი 14 ივნისი

14 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

14 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ზაფხულის ტურისტული სეზონი და სარესტორნო სფეროში არსებული ვითარება. კადრების დეფიციტის პრობლემა და ე.წ. გასტარბაიტერების შემოყვანის საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 ივნისს, 11:30 საათზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს მოინახულებს. სახალხო დამცველს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ზარდიაანთკარის, ერგნეთისა და ჩორჩანას მოსახლეობასთან.

14 ივნისს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

14 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

14 ივნისს, 13:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ჯანდაცვის რეგულირების კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები”.

მის: ბარნოვის ქ.40

თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96

14 ივნისს, 13:30 საათზე, „ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს რეპროდუქციული (მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერების/დონაცია/სუროგაციის) სერვისების შეზღუდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასოციცია გამოხატავს 19-ზე მეტი ინ ვიტრო კლინიკის ერთსულოვან გადაწყვეტილებას და ითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემოღებულ იქნეს რეგულაციები, რომელიც დონაცია-სუროგაციის საკითხებს დაარეგულირებს.

მის: სასტუმრო ბილტმორი, მე-2 სართული, მე-3 სივრცე

საკონტაქტო: ნატა ნიჟარაძე - 599 550 466

14 ივნისს,17:00 საათზე, „თაობები საქართველოსთვის“ თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის საპრეზენტაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი და პოლიტიკური საბჭოს წევრები.

მის: თელავი, რუსთაველის N2, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თელავი“

საკონტაქტო: თამარ სანოძე 558 36 36 44

14 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოში ფილიპინების გენერალური კონსული, საქართველოს საპატიო კონსულთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თეიმურაზ ჭიჭინაძე. ფილიპინების რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 125-ე და საქართველოში ფილიპინების საკონსულოს ამოქმედებიდან მე-20-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას გამართავს.

მიღებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და მოწვეული სტუმრები.

მის: ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის ქ. 27

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს