ვლადიმერ პუტინი - რუსეთში რაიმე განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი მდგომარეობის შემოღებას აზრი არ აქვს

რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღება არ არის საჭირო. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სრულყოფილად ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი მდგომარეობის შემოღებას აზრი არ აქვს“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა ბელგოროდზეც და განმარტა, რომ კიევი ყურადღების გადატანას ცდილობს.

„ბელგოროდის რეგიონზე თავდასხმით, კიევის რეჟიმი ცდილობს, გადაიტანოს რუსეთის ყურადღება უკრაინისთვის სხვა კრიტიკული წერტილებიდან, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ არის შესაძლებლობა, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორია დაიბომბოს.

დღესვე, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთი ამაყობს უკრაინაში იარაღის მიწოდებით და საერთაშორისო პრინციპების დარღვევით.

„დასავლეთი უკრაინას იარაღით ამარაგებს - ასეა, ამას არავინ მალავს. პირიქით, ისინი ამაყობენ ამით", - განაცხადა პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ამით დასავლეთის ქვეყნები „გარკვეულწილად არღვევენ ცალკეულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდებით. „მათ ურჩევნიათ ეს არ შეიმჩნიონ, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება