ვლადიმერ პუტინი - უნდა დავბრუნდეთ თუ არა კიევში? -  ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მე ვიცი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე მათ რიტორიკული კითხვით მიმართა: საჭიროა თუ არა რუსი სამხედროების კიევში შესვლა და აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ თავად შეუძლია. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„ჩვენი ჯარები იმყოფებოდნენ კიევთან ახლოს. ჯერ ერთი, ჩვენ იქ შევთანხმდით და ეს იყო კარგი შეთანხმება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული ვითარება მშვიდობიანი გზით. თუმცა, ის მათ (უკრაინის ხელისუფლებამ ) გადააგდეს" , - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მობილიზაციის საკითხები უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, თუ რა მიზნებს დაისახავს რუსეთის ფედერაცია.

„მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ დროის განმავლობაში ჩვენ მივედით იქ, სადაც ვდგავართ, და ეს არის პრაქტიკულად მთელი ნოვოროსია და დონეცკის მნიშვნელოვანი ნაწილი აზოვის ზღვაზე და მარიუპოლზე და თითქმის სრულიად ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორია. საჭიროა თუ არა იქ დაბრუნება? რატომ ვსვამ მსგავს რიტორიკულ კითხვას? გასაგებია, რომ ამაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს, მე შემიძლია მხოლოდ ამას ვუპასუხო", - დასძინა პრეზიდენტმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება