აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო და სარაკეტო დარტყმების გზით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს