The Wall Street Journal - პოლონეთს არ სურს, რომ იენს სტოლტენბერგის შემდეგ ნატო-ს გენმდივანი ისევ ერთ-ერთი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენელი გახდეს

პოლონეთს არ სურს, რომ იენს სტოლტენბერგის შემდეგ ნატო-ს გენმდივანი ისევ ერთ-ერთი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენელი გახდეს. ამ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ვარშავა მხარს არ უჭერს დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის კანდიდატურას, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

მათივე ცნობით, პოლონეთში თვლიან, რომ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის წარმომადგენელი უნდა იყოს, ამიტომ მეტე ფრედერიქსენის ალტერნატივად ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი მიაჩნიათ.

თვითონ იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატოში მას ღირსეული ადამიანი შეცვლის.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, წინა კვირას ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უშუალოდ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის კანდიდატურა შესთავაზა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში