ირაკლი კობახიძე - ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაემიჯნოს - იმედი მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობაც გაემიჯნება ამ გაპარულ პროპაგანდას, იმედია ეს გაპარულია

ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაემიჯნოს - მე იმედი მაქვს, ამ კომპანიის ხელმძღვანელობაც გაემიჯნება ამ გაპარულ პროპაგანდას, იმედია ეს გაპარულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ სასაჩუქრე მენიუში გამოჩნდა წიგნი, რომელიც ბავშვებს ელტონ ჯონისა და მისი მამაკაცი მეუღლის, დევიდ ფერნიშის საოცნებო ოჯახზე მოუთხრობს.

„რა თქმა უნდა, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაემიჯნოს. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ამ კომპანიის ხელმძღვანელობაც გაემიჯნება იმ გაპარულ პროპაგანდას, იმედია ეს გაპარულია, რომელიც ბავშვებს იმ მასალებში ხვდებოდათ, რომელიც კონკრეტულ კომერციულ ობიექტში რიგდებოდა. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ჩვენ ბუნებრივია, სრულად ვემიჯნებით,“ - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს