ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რუსული რუბლები არის „ნაცმოძრაობის“ მხარეს

კობა ნაყოფია, კახა ბენდუქიძე და სხვები რუსულ კავშირებში მხილებულები არ არიან, სამაგიეროდ თურმე ბიძინა ივანიშვილი ყოფილა რუსი ოლიგარქი! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციაში არავითარი აქტივი არ აქვს და მან საკუთარი აქტივები ჩააბარა.

„სინამდვილეში სწორედ „ნაცმოძრაობამ“ რუსეთის ფედერაციას თავის დროზე ტერიტორიის 20%-ი ჩააბარა, მათ შორის, სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს და მათ არ აღელვებთ, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია 5 მლნ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ფარისევლობა, სინამდვილეში ვის მხარეს არის რუსული რუბლები, ეს თქვენ არ გაინტერესებთ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რუსული რუბლები არის „ნაცმოძრაობის“ მხარეს, თქვენ მხარეს.

ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციაში არავითარი აქტივი არ აქვს, მან საკუთარი აქტივები ჩააბარა. ბენდუქიძე ხომ არის თქვენი ერთ-ერთი ბელადი, სად იშოვა ბენდუქიძემ ფული? ბენდუქიძე ხომ არ გაინტერესებთ? ბენდუქიძე იყო, თუ არა რუსი ოლიგარქი? ბენდუქიძემ ფული რუსეთში იშოვა, ნაყოფიამ ფული რუსეთში იშოვა! კობა ნაყოფია არის, თუ არა რუსი ოლიგარქი?, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კახა ბენდუქიძე დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ბელადად ითვლება, ხოლო კობა ნაყოფია კი დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრია.

„ნაცმოძრაობას“ არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ყველაფერში გაჭედილები არიან. რატომ? იმიტომ, რომ არაფერში მართალი არ არის, არ აინტერესებთ ხოშტარია რომ 5 მლნ რუბლს იღებს, არ აინტერესებთ, რომ კახა ბენდუქიძემ და კობა ნაყოფიამ რუსეთში ფული იშოვა“, - კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის