ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს მახლობლად უკრაინის, თავდაცვამ გაანადგურა ადგილი, საიდანაც რუსი სამხედროები უპილოტო მფრინავ აპარატებს უშვებდნენ.
განცხადებას ამის შესახებ თავის ტელეგრამ-არხზე ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი არტემ ლისოგორი ავრცელებს.
„დრონების ოპერატორების ომი, როგორც ასეთი. სვატოვო-კუპიანსკის მიმართულება. ჩვენ გამოვავლინეთ და გავანადგურეთ ადგილი, საიდანაც რუსი სამხედროები უპილოტოებს უშვებდნენ. 92-ე განსაკუთრებული მექანიზირებული ბრიგადის უპილოტო მფრინავი აპარატების „აქილევსის“ ასეულის ბიჭები ზუსტები იყვნენ“, – წერს ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელი.
UKRINFORM-ის ცნობით, სვატოვო-კუპიანსკის მიმართულებით რუსი სამხედროები კავშირგაბმულობის გარეშე არიან დარჩენილები.