ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ბომბები“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ქვეყანამ რუსეთისგან უკვე მიიღო შესაბამისი ბომბები და რაკეტები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან ეს რუსეთის ფარგლებს გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების მოსკოვის პირველი ნაბიჯია.