ზურაბ ჩიკვილაძე - საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ჩვენს ქვეყანაში უკვე 23 წელია აღინიშნება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება და აცხადებს, რომ შშმ პირთა უფლებრივი გარანტიები ეროვნულ დონეზეა დაცული და სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ჩვენს ქვეყანაში უკვე 23 წელია აღინიშნება. მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ შშმ პირთა უფლებრივი გარანტიების დაცვა ეროვნულ დონეზე ავიდა და სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილად იქცა.

შშმ პირთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში, უმნიშვნელოვანესია ჩვენს დედაქალაქში შშმ პირებისთვის მოქმედი მუნიციპალური პროგრამები/ქვეპროგრამები, რომლებიც მათ საჭიროებებზეა მორგებული და ყოველწლიურად ძლიერდება“, - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება