შარლ მიშელი - სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს

სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, ბატონო ღარიბაშვილო.

ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ თაობებისთვის.

სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს.

საქართველოს ხალხისთვის”, - წერს მიშელი.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა