ვილნიუსის ნატოს სამიტზე მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატოსთანაა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტემბერგმა განაცხადა.
“ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან სოლიდარობის და მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავგზავნით და მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატოსთან არის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხეს შეათანხმებენ, თუ არა მოკავშირეები ნატოში უკრაინის გაწევრიანების ფორმულირებას, რომელიც ბუქარესტის სამიტის განცხადებას აღემატება. მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების შესაბამისი დროის ჩარჩოს საკითხი მხოლოდ უკრაინაზე და ნატოს ყველა წევრზეა დამოკიდებული.
“ახლა კონსულტაციები გრძელდება. ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციებს მხოლოდ უფრო გავართულებ თუ სხვადასხვა ელემენტზე ვისაუბრებ და დასკვნებს გავასწრებ… უპირველეს ყოვლისა, ვთანხმდებით, რომ ნატოს კარი ღიაა… ასევე ვთანხმდებით, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.