15 ივნისს, 10:00 საათზე, სამი ორგანიზაცია: „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ კონფერენციას „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე - ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ გამართავს.
მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია თბილისი".
საკონტაქტო: 599 899 627
15 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ კონფერენცია „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ გაიმართება.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადირაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში დანიელ მევლი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლები.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.29
საკონტაქტო: 577152166
15 ივნისს, 11:00 საათზე, 8 მარტის აქციაზე დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, კოკა კობალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
15 ივნისს, 11:30 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე 2023 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის.: ე.მინდელის ქ. N9;
საკონტაქტო პირი: თამთა ბატიაშვილი - 595 767676
15 ივნისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
15 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
15 ივნისს, 12:00 საათზე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ,,გრინსერვის +“-ის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო გაცხადებას გააკეთებენ.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: 599 72 65 65
15 ივნისს, 14:00 საათზე, ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროგრამის PPRD ფარგლებში, დიდი ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საჩვენებელი საველე სწავლება გაიმართება.
საჩვენებელ სწავლებაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.
15 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურაში ჩავა და გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება.
15 ივნისს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნის - „China, Russia and New Eurasian Order“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ვარდების მოედანი 1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, საკონფერენციო ოთახი Ballroom #1
საკონტაქტო: ლაურა პაპასქუა - 595801587
15 ივნისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში საბავშვო მწერლის, პროზაიკოსისა და მთარგმნელის, დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
მის: ივანე მაჩაბლის ქ. N13
საკონტაქტო ტელ: +995 599 95 95 05
15 ივნისს , 20.30 საათზე, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე - გურჯაანის ცენტრში განცხადებას გააკეთებს.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08