ქუთაისში დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლა სრულად განახლდა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ქუთაისის მერიის ცნობით, ნიკეას ქუჩაზე დასრულდა დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით, განახლდა შენობის გარე იერსახე და ინტერიერი, მოეწყო ძიუდოს დარბაზები, სავარჯიშო ოთახები, გასახდელები, სველი წერტილები. სპორტული სკოლის რეაბილიტაცია 603 465 ლარით დაფინანსდა რგპ ფონდიდან.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით კი, შეძენილი იქნა ახალი ტატამი.

კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას - ძიუდოს, ბერძნულ-რომაულს, თავისუფალს, სამბოს, 900-მდე მოზარდი ეუფლება. განახლებული დარბაზი გაიხსნა ქუთაისის ღია პირველობით ძიუდოში, 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის.

მიმდინარეობს ნინოშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკვერში განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა, შადრევანი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების და სარწყავი სისტემები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ძელსკამები, გაკეთდება ღობე და პანდუსები. პროექტის ღირებულებაა 1 250 812 ლარი და დაფინანსებულია რგპფ-ის მიერ.

ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში გაკეთდა სრულიად ახალი ბალახის ჰოკეის სტადიონი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. სტადიონის მოსაწყობად 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი დააფინანსა სრიგპ-მა.

„დღეს კიდევ ერთი განახლებული სივრცე შეემატა ქუთაისის სპორტულ ინფრასტრუქტურას-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად, გავხსენით დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის ძიუდოს დარბაზი, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან დასრულდა.

აქ მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები, შეძენილი იქნა ახალი ტატამი. ამით არ დასრულებულა აღნიშნული კომპლექური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია. მომდევნო ეტაპზე განახლდება სხვა დარბაზებიც. ასეთი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იმის საწინდარია, რომ ჩვენი ნორჩი სპორტსმენები არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ და ბევრჯერ გაგვახარებენ.

დღესვე გავეცანით ნინოშვილის სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დავათვალიერეთ ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, სრულიად ახალი ბალახის ჰოკეის სტადიონი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე