ევროპარლამენტარები კახოვკას ჰესის განადგურებას ომის დანაშაულად აფასებენ

ევროპარლამენტარები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გმობენ და ომის დანაშაულად აფასებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“დეპუტატებმა დაგმეს უკრაინის ნოვა კახოვკაში კაშხლის დანგრევა, რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები უნდა მოჰყვეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, გააგრძელოს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსი ოლიგარქების მილიარდობით ღირებულების გაყინული ფინანსური აქტივი უკრაინის აღდგენას მოახმაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 6 ივნისს, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ მისი განადგურება და მნიშვნელოვანი ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო