საბერძნეთში, მიგრანტების ნავის ჩაძირვას მინიმუმ 79 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია ასობით მიგრანტი

საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ნავზე მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა გადარჩენილები და ბერძენი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ნავზე მყოფებთან კონტაქტი რამდენჯერმე დაამყარა და დახმარება შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და უპასუხეს: ”იტალიაში წასვლის გარდა არაფერი გვინდა”.

დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით არ სახელდება. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს და ბევრ მათგანს ჰიპოთერმიის ან მცირე დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარდა.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს.

ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა მამაკაცი იყო. ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო