ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლს ასრულებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ახლა რეალურად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლს ასრულებს და ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან იცავს.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით. ჩვენ უკვე შევაგროვეთ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი იარაღისა და აღჭურვილობის არსენალი“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, მთელი ქვეყანა ელოდება სიცხადეს: „როდის და როგორ გავხდებით ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ცდილობენ, ნატო-ს ქვეყნებთან მაქსიმალურ თავსებადობას მიაღწიონ. ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ყველაფერი, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში შედის, რათა ვილნიუსში მაქსიმალურად გათავისუფლდეს სივრცე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად", - განაცხადა რეზნიკოვმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება