ფილიპინებში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ფილიპინების სეისმოლოგიური სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სტიქიური უბედურების გამო ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სარკინიგზო გადაადგილება დროებით შეიზღუდა.