15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა მიულოცეს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

„სიტყვით გამომსვლელებმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, გრიგოლ გიორგაძე, დავით სუჯაშვილი, გიორგი ხაინდრავა, სამხედრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ პეტრიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელებიც მიიღო.

სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს, როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება