ლოიდ ოსტინი - კრემლის მანკიერი ომის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა გამოავლინეს გამორჩეული სიმამაცე და ოსტატობა - უკრაინის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი

შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის გადაუდებელი შესაძლებლობების მიწოდებას, რომელიც მას სჭირდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

„შეერთებული შტატები ამაყობს, რომ დგას 50-მდე კეთილი ნების ქვეყნის გვერდით, რათა უკრაინა ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად წვრთნითა და აღჭურვილობით უზრუნველყონ", - განაცხადა ოსტინმა და დასძინა, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ მხარი დაუჭირონ სუვერენიტეტის ღირებულებებს.

„კრემლის მანკიერი ომის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა გამოავლინეს გამორჩეული სიმამაცე და ოსტატობა. უკრაინის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი“, - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, აშშ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაუჭერს მხარს.

„არ შეცდეთ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ოსტინმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო