მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. სამწუხაროდ, ქართველ ხალხს, კარგად ესმის რას გადიან ახლა უკრაინელები, - ამის შესახებ ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩემთვის და პირველი ლედისთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა. ჩვენ ათეულობით წლების საოცარი პარტნიორობა გვაკავშირებს. მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. აქ მყოფ ადამიანებს კარგად ესმით გეოპოლიტიკა იმის შესახებ, თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში. ქართველ ხალხს, სამწუხაროდ, კარგად ესმის რას გადიან ახლა უკრაინელები. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ ასეთი შესანიშნავი პარტნიორობა საქართველოსთან “, - აღნიშნა გუბერნატორმა.