აშშ, ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში უკრაინა “ახლო და საშუალო მანძილის ასობით რაკეტებსა და შესაბამის სისტემებს” მიიღებს.

კიევისთვის რაკეტების გადაცემა უკვე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დასრულდება.

თავდაცვის მინისტრები აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები საჭიროა “უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უახლოეს თვეებში კონტრშეტევითი ოპერაციების შემდგომი წარმატების უზრუნველსაყოფად”.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს